გიტანას ნაუსედა – პრეზიდენტ ზურაბიშვილთან საუბარში შეშფოთება გამოვხატე “უცხოური აგენტების” კანონთან და ეფექტებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება იქონიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბარში შეშფოთება გამოვხატე “უცხოური აგენტების” კანონთან დაკავშირებით, ლიეტუვა მხარს უჭერს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა ქართველ კოლეგა, სალომე ზურაბიშვილთან გამართული საუბრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“საქართველოში მიმდინარე ბოლო მოვლენები განვიხილე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან.
ჩემი შეშფოთება გამოვხატე “უცხოური აგენტების” კანონთან და იმ ეფექტებთან დაკავშირებით, რომლებიც მან შეიძლება იქონიოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე.
ლიეტუვა მხარს უჭერს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში“, – წერს ნაუსედა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…