გელა სამხარაული ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მელინე არაკელიანს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის არსებულ ურთიერთობასა და სამომავლოდ მათ გაღრმავებასა და გააქტიურებაზე ისაუბრეს. ყურადღება ასევე დაეთმო ორ ქვეყნას შორის არსებულ ეკონომიკურ კავშირებს.
„ჰოლანდიის მხარეს მადლობა გადავუხადე იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ეს ქვეყანა აკეთებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ჰოლანდიის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკაშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დროს. აღსანიშნავია, რომ ჰოლანდია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი და ინვესტორი ჩვენი ქვეყნისთვის, ამასთანავე -ს შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ექსპორტის მიმართულებით და, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ კუთხით ჰოლანდიის გამოცდილების გაზიარება”, – განაცხადა გელა სამხარაულმა შეხვედრის შემდეგ.
ამასთან, სამხარაულმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის სფეროში განათლების მიღების და შესაბამისი სპეციალისტების მომზადების მიმართულებით, ჰოლანდიის მხრიდან გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: გვინდა, დავიცვათ ტრადიციული ფასეულობები, არასრულწლოვანთა ინტერესები, ჩვენი სარწმუნოება და ამას ემსახურება კანონი „არასრულწლოვანთა ინტერესებისა და ოჯახური ფასეულობების დაცვის შესახებ“

ნინო დოლიძე – ცესკოს მათემატიკაში პრობლემა არ ქონია, მაგრამ ბევრი სერიოზული დარღვევა იყო – „სამართლიან არჩევნებს“ პარალელური დათვლის შედეგები რომ გამოექვეყნებინა, ეს შესაძლოა, ლეგიტიმაციის საფუძველი ყოფილიყო რიცხვებზე, რომელზეც პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ