ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა HiPhi-მ ახალი თაობის ელექტრო კიბერმანქანა წარადგინა. ამის შესახებ ჩინური მწარმოებლის პრესსამსახური იტყობინება.
„HiPhi A უზრუნველყოფს უმაღლეს ეფექტურობას 0-100 კმ/სთ აჩქარებით 2 წამზე ცოტა მეტ დროში და სამიზნე მაქსიმალური სიჩქარით – თითქმის 300 კმ/სთ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
მწარმოებლის თქმით, HiPhi A-ს ძრავები არის მსუბუქი, კომპაქტური, ულტრა მშვიდი და განახლებადი.
აღნიშნულია, რომ HiPhi A კიბერმანქანა შეზღუდული რაოდენობით გამოვა. ავტომობილი Wesail New Energy Automotive-თან თანამშრომლობით შეიქმნა.
წარმოებისა და მიწოდების დაწყება 2025 წლის პირველ კვარტალშია დაგეგმილი. კომპანიამ პირობა დადო, რომ ახალი მანქანის შესახებ დამატებით დეტალებსა და მახასიათებლებს უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს.
