ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანში ჩავიდა მოლაპარაკებების გასამართად

ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია საგარეო ეკონომიკური კავშირების მინისტრის, იუნ ჩონ ჰოს მეთაურობით ჩავიდა ირანში. ამის შესახებ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სატელეგრაფო სააგენტო იტყობინება დეტალების დაუსახელებლად.
ჩრდილოეთი კორეა და ირანი დიდი ხანია ეჭვმიტანილი არიან, რომ ისინი ბალისტიკური რაკეტების პროგრამებში თანამშრომლობენ, შესაძლოა ტექნიკური გამოცდილებისა და მათ საწარმოებლად საჭირო კომპონენტების გაცვლის სახით. მიიჩნევა, რომ ფხენიანსა და თეირანს საიდუმლო სამხედრო კავშირები აქვთ.
სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „რიონჰაპი“ აღნიშნავს, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკიდან მაღალი რანგის მოხელის ირანში უკანასკნელი სტუმრობა 2019 წელს შედგა. მაშინ ჩრდილოეთ კორეის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილე პაკ ჩოლ მინი შეხვდა ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ითათბირა.
სამხრეთ კორეის დაზვერვას ეჭვი აქვს რომ ირანმა 13-დან 14 აპრილის ღამით ისრაელის წინააღმდეგ დარტყმა განახორციელა ჩრდილოკორეული იარაღით – დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით.
-ს ეჭვი აქვს, რომ ირანი და ჩრდილოეთი კორეა რუსეთს აწვდიან იარაღს, რომელსაც რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. თეირანი და ფხენიანი მათ მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას უარყოფენ.

ასევე დაგაინტერესებთ

სასწრაფოდ გახსენით პროცესები! სხვა შემთხვევაში, დავრწმუნდები, რომ ელისო კილაძის მიმართ მართლმსაჯულება კი არ ხორციელდება, არამედ მას სჯიან და იზოლაციაში ჰყავთ, რათა მისი ხმა ჩაახშონ – გელა მთივლიშვილი პროკურატურას მიმართავს