უკრაინულმა დრონებმა “როსნეფტის“ 2 ბაზა გაანადგურეს, სადაც 26 ათასი ტონა ნავთობი ინახებოდა

უკრაინულმა დრონებმა ღამით ს სმოლენსკის ოლქში საწვავ-საპოხი მასალების ორი ბაზა გაანადგურეს, სადაც 26 ტონა საწვავი ინახებოდა. ამის შესახებ “უნიანი“ იუწყება.

“შეტევის შემდეგ ბაზებზე ხანძარი გაჩნდა და იქიდან პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა“, – აცნობეს “უნიანს“ უკრაინის უშიშროების სამსახურში.

დრონებით შეტევები ვორონეჟის და ლიპეცკის ოლქებზეც იყო მიტანილი. ვორონეჟში ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა დაიწვა.

როგორც უკრაინელმა ექსპერტმა ოლეგ ბელოკოლოსმა განაცხადა, უკრაინის ძალების შეტევებმა ს ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე შეიძლება რუსეთის შიდა ბაზარზე ნავთობპროდუქტების დეფიციტი გამოიწვიოს. რუსეთი ამ ქარხნების აღდგენას ვერ შეძლებს, რადგანაც იქ ბევრი უცხოური წარმოების ნაწილია, რაც რუსეთს სანქციების გამო აღარ მიეწოდება. კონტრაბანდული გზით ასეთი დანადგარების ჩატანა პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც გავლენიანი გლობალური მედიასაშუალება ავრცელებს განცხადებას, რომელიც რეალურად არ უთქვამს მაღალი რანგის ოფიციალურ პირს, საქმე გვაქვს არა საზოგადოების ინფორმირების, არამედ დამკვეთის ნარატივის გავრცელების მცდელობასთან

ჩვენთვის ამოსავალ წერტილად რჩება რეგიონული და გლობალური მშვიდობის განმტკიცება და თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემასა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინებაზე დაფუძნებული ღია დიალოგი