თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ლიეტუვას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მიმართულებებზე. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის, ლიეტუვის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზე, ასევე, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზე.
ირაკლი ჩიქოვანმა ანდრიუს კალინდრას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლიეტუველი დამკვირვებლების მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხდა. მან ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების საქმეში მეგობარი ქვეყნის წვლილი. საუბარი შეეხო კიბერთავდაცვის, ეროვნული გვარდიის განვითარების, ასევე სამხედრო განათლების კუთხით ქვეყნებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და საერთაშორისო წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას.
შეხვედრას საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დონატას რუპშისი დაესწრო.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც კერძო ბიზნესი კომერციულ მოგებასა და მოსახლეობის ძარცვას შორის ზღვარს კარგავს, სახელმწიფოს არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს, ჩაერიოს და საკუთარი მოქალაქეები დაიცვას

თითქმის ნახევარი საუკუნეა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, როგორც ერის სულიერი მამა, წინ მიუძღვის ჩვენს ქვეყანას, ჯანმრთელობასა და მხნეობას ვუსურვებ მას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ჩვენი ერის მართლმადიდებლური ღირებულებების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის!

დღემდე გაუცემელია პასუხი – რატომ არ მიენიჭა იმ ორ ქვეყანასთან ერთად საქართველოს კანდიდატის სტატუსი. კეთილსინდისიერად ვასრულებდით გაწერილ საშინაო დავალებას და ლიდერი ვიყავით ამ ქვეყნებს შორის და წარმოიდგინეთ, როგორი უსამართლობაა