უკრაინის მოქალაქეებს საქართველომ უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაუხანგრძლივა

საქართველოს მთავრობამ უკრაინის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაზარდა.
შესაბამისი ცვლილება შევიდა მთავრობის 2015 წლის 5 ივნისის N255 დადგენილებაში „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“.
ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში სრული სამი წლით ყოფნის უფლება აქვთ.
მანამდე ეს პერიოდი ერთი წლით შემოიფარგლებოდა, 2023 წლის თებერვალში კი ორ წლამდე გახანგრძლივდა.
უცვლელი დარჩა სია დანარჩენი ქვეყნებისა, რომლებთანაც უვიზო ყოფნის რეჟიმი ერთი წლის ვადით მოქმედებს. მათ შორის – რუსეთის მოქალაქეებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…