გუბერნატორი – სმოლენსკში, უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებზე ხანძარი გაჩნდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით თავდასხმის შედეგად რუსეთის სმოლენსკის ოლქის სათბობ- ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტებში ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, ვასილი ანოხინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენი რეგიონი კვლავ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის ქვეშაა. რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის ძალები საჰაერო სამიზნეებს ებრძვიან. დიდი ალბათობით, სმოლენსკისა და იარცევოს რაიონების ტერიტორიებზე, სამოქალაქო სათბობ-ენერგეტიკულ ობიექტებზე მტრის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა“, – წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე.
მისი ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…