იანეზ ლენარჩიჩი – საქართველოში ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, შეამცირონ პოლარიზაცია

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ლიდერებს, მიაღწიონ კონსენსუსს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნის ირგვლივ, ყველა პოლიტიკური ლიდერისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს, შეამცირონ პოლარიზაცია და კონსტრუქციულად და პოზიტიურად ითანამშრომლონ ერთმანეთთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, – ამის შესახებ ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში ჯანეზ ლენარჩიჩმა ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატები მიმდინარეობს.
მისი თქმით, გაფართოება არის წარმატება, როდესაც მთელი ქვეყანა დგას ამ მიზნის უკან.
„გაფართოება არის წარმატება, როდესაც მთელი ქვეყანა დგას ამ მიზნის უკან, ის ასევე არის ნებისმიერი ქვეყნის სტრატეგიული არჩევანი, რომელიც გადაწყვეტს, ამ გზას დაადგეს, ეს არის არა მხოლოდ ჩვენს ნორმებთან შესაბამისობის ვალდებულება, არამედ ჩვენს ღირებულებებთანაც“, – აღნიშნა ჯანეზ ლენარჩიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაურა კასტელი – მიუღებელია, პოლიტიკოსები ციხეში იყვნენ, როცა უნდა იყვნენ პარლამენტსა და საჯარო დებატებში, ამავდროულად, ზოგიერთი ოპოზიციური ძალა უფრო მეტად ღელავს მთავრობის დადანაშაულებაზე, მაგრამ ავიწყდებათ, რომ მათი ადგილი ინსტიტუტებშია