საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო ხდება კრემლის მარიონეტი – იუკნევიჩიანე

„საქართველოს დებიძინიზაციის კანონები სჭირდება და არა რუსული უცხოური აგენტების კანონი“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიანემ.
მისი თქმით, ეს დაეხმარება ქვეყანას, რომ გაიწმინდოს კრემლის აგენტებისგან და არა სხვა „ცრუ აგენტებისგან“.
ამის შესახებ მან დღეს, 23 აპრილს, ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელშიც ევროპარლამენტარებთან ერთად „ახალის“ თანადამფუძნებელი ც მონაწილეობდა.
როგორც რასა იუკნევიჩიანე ამბობს, ის მხარს უჭერს ქართველებს, რომლებიც უცხოელი აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებენ, რადგან სკენ გზაა და არა ევროკავშირისკენ.
ევროპარლამენტარის თქმით, ქართულმა ოპოზიციამ და საზოგადოებამ, რომელთაც ევროკავშირისკენ ძალიან მკაფიო მისწრაფებები აქვთ ძალისხმევა უნდა გააერთიანონ.
„თქვენ თვითონაც კარგად იცით, რომ მართლაც ეგზისტენციალური დროა რეგიონისთვის, ქვეყნისთვის და ყველა ჩვენგანისთვის. ვერავინ იქნება ქართველებზე მეტად ქართველი“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.
რასა იუკნევიჩიანე ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ დღეს საქართველო მზად არაა ევროკავშირში გასაწევრიანებლად და არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის.
ევროპარლამენტარის თქმით, ღარიბაშვილის ეს განცხადება შოკისმომგვრელია.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო თვეებსა და კვირებში კრემლი გააქტიურდა საზღვართან ახლოს მყოფ ქვეყნებში. ვერ ვიტან ამის გამოყენებას, მაგრამ კრემლში ასე ფიქრობენ. ჩვენ ვხედავთ იგივე გზავნილებს არამხოლოდ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისგან, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არ არის მზად ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს. ეს არის შოკისმომგვრელი ახალი ამბავი. რა თქმა უნდა, ეს არაა ახალი ჩვენთვის, ვინც საქართველოში არსებულ სიტუაციას თვალს ადევნებს, მაგრამ ეს არის ახალი ღია გზავნილი საქართველოს მმართველი პარტიიდან.
ეს არის ზუსტად იგივე, რაც ჩვენ გვესმის, ცოტა სხვა სიტყვებით, მოლდოვის ოპოზიციისგან, რომლებიც მოსკოვში შეიკრიბნენ გასულ შაბათ-კვირას. ჩვენ ვხედავთ, რომ მსგავს ზომებს ატარებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა , სადაც მსგავსი კანონის მიღება სურთ. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა სულ უფრო და უფრო ხდება კრემლის მარიონეტი. არ მეშინია ასეთი სიტყვების გამოყენების, რადგან დღეს ის დროა, როცა საკუთარი თავი ძალიან მკაფიო და ღია გზით უნდა გამოვხატოთ“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან