ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას სულ მცირე 5 მიგრანტი დაიღუპა – The Economic Times

ლა-მანშის სრუტის გადალახვის მცდელობისას სულ მცირე 5 მიგრანტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას The Economic Times-ი ავრცელებს.
საფრანგეთის სანაპირო დაცვის ცნობით, ინციდენტი დღეს დილით მოხდა და სამაშველო ოპერაციის შედეგად ასამდე მიგრანტის გადარჩენა მოხერხდა.
შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა თავშესაფრის მაძიებლების რუანდაში დეპორტაციის შესახებ კანონპროექტი მიიღო.