„გაზაფხულის ლიდერთა ბანაკი 2024“ ბაკურიანში დასრულდა

„გაზაფხულის ლიდერთა ბანაკი 2024“ ბაკურიანში დასრულდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 14-დან 30 წლამდე ასაკის კონკურსის წესით შერჩეული 80 ახალგაზრდა მონაწილეობდა. ისინი ბაკურიანში სამ-სამი დღით ორ ეტაპად გაემგზავრნენ.
„ინიციატივის მიზანი პროექტების წერის, ლიდერული და მართვის უნარების გაუმჯობესება იყო.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანების“ თანადაფინანსებით განხორციელდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.