იენს სტოლტენბერგი დღეს პოლონეთს ეწვევა

იენს სტოლტენბერგი დღეს პოლონეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი დღეს ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთში ვიზიტის დროს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა იენს სტოლტენბერგისა და რიში სუნაკის ვიზიტის შესახებ განაცხადა, რომ მათი ვიზიტი უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით პოლონეთის პოზიციების გაფართოებას ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო იქნება ამ ბრძოლის ავანგარდში და აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, ლოგიკურად მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის და მისი მოღალატე ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების გარდაუვალ შედეგამდე”