ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი – ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ დაანონსებული სანქციები სამწუხაროა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ირანის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაანონსებული სანქციები სამწუხაროა, რადგან ირანი ქვეყანა თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.
„სამწუხაროა, რომ ევროკავშირმა სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, გამოიყენოს უფრო მეტი უკანონო შეზღუდვები ირანის წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ ირანმა გამოიყენა თავდაცვის უფლება ს უგუნური აგრესიის ფონზე“, – წერს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, ირანმა, დამასკოში მისი საელჩოს შენობაზე თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელზე იერიში 300-ზე მეტი რაკეტითა და დრონით მიიტანა. გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებაზე შეთანხმდნენ.