მალაიზიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა

მალაიზიაში ორი ვერტმფრენი ერთმანეთს შეეჯახა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები სამხედროები იყვნენ, რომლებიც წვრთნებში იღებდნენ მონაწილეობას.
ოფიციალური ინფორმაციით, ვერტმფრენები ერთმანეთს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ლუმუტის საზღვაო ბაზაზე სამხედრო აღლუმისთვის მოსამზადებელი სწავლების დროს შეეჯახნენ.
როგორც BBC წერს, ვერტმფრენების პილოტებმა რეკომენდებული დისტანცია არ დაიცვეს, რამაც კატასტროფა გამოიწვია. დაწყებულია გამოძიება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის მიმართ – მათი ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მლნ ლარს აღწევს