რუსებმა ოდესას დაარტყეს, დაშავებულია 7 ადამიანი

ოდესაში, რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი, – ინფორმციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მოქალაქეების სახლები და ხანძარი გაჩნდა.
ადგილზე, შედეგების აღმოსაფხვრელად, გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ. მათ 34 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, გადაარჩინეს.