ნინო წილოსანმა და მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია 22-23 აპრილს, ესპანეთში, ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს ორგანიზებით გაიმართა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ქალთა ფორუმი, სადაც პარლამენტების ქალმა თავმჯდომარეებმა ქალთა გაძლიერების გზებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე იმსჯელეს.
„ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო ქალთა ფორუმზე გამართულ დებატებში და პარტნიორებს გაუზიარა სახელმწიფოს გრძელვადიანი ხედვა, პოლიტიკა და პრიორიტეტები ქალთა თანაბარი უფლებებისა და მათი ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის.
ევროკავშირის სპიკერთა კონფერენცია ესპანეთის მეფე, ფილიპე მეორემ გახსნა და სიტყვით მიმართა ევროპული სახელმწიფოების პარლამენტების ხელმძღვანელ პირებს. მოხსენებით წარდგნენ ესპანეთის სენატისა და კონგრესის თავმჯდომარეები.
მსჯელობა შეეხო ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის საკითხებს, საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებს სოციალური მედიისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, კონფლიქტებს სა და ახლო აღმოსავლეთში.
ევროკავშირის სპიკერთა კონფერენცია არის ყოველწლიური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერები, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის სპიკერები. სპიკერთა კონფერენცია მიზნად ისახავს პარლამენტების როლის დაცვას, საერთო სამუშაოს განხორციელების მხარდაჭერას და საპარლამენტთაშორისო საქმიანობის ხელშეწყობას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 26 ოქტომბრიდან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს აღარ ექნებათ ის უხერხულობა, რაც დღეს აქვთ – მომავალ პროდასავლურ ხელისუფლებასთან კიდევ უფრო აქტიურ ნაბიჯებს გადადგამენ ეკონომიკური, სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით