„რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება

„რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება, – ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა.
კაისა ოლონგრენის ცნობით, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა პარასკევს, 26 აპრილს ვიდეოკონფერენციის ფორმატში შედგება.
„პარასკევს „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრა გაიმართება“, – განაცხადა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ში შეჩერება შეიძლება და ამ მიზნით აუცილებელია უკრაინის იარაღით, საბრძოლო მასალითა და ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფა.
„ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესში ყველა უნდა ჩაერთოს“, – აღნიშნა კაისა ოლონგრენმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პარტია “გახარია საქართველოსთვის” უმრავლესობას – თქვენ ვერ შეძლებთ ხელის გაშვერას მხოლოდ ივანიშვილისკენ – ჯერ კიდევ გაქვთ შანსი, გაიწვიოთ კანონი და უარი თქვათ ქვეყნის ღალატში მონაწილეობაზე