საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარი “დინამოს” მფლობელის, რომან ფიფიას შესახებ გააკეთა. მისი თქმით, თბილისური კლუბის მესვეურებმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავონ.
“ცოტა ხნის წინ, ამ ადამიანებს, ვინც დღეს არის თბილისის “დინამოს” ხელმძღვანელობაში, უნდოდათ ჩვენი ისტორიული “დინამოს” ბაზის ტერიტორიაზე კორპუსების მშენებლობა. ეს არის დამოკიდებულება, რაც არის იმ პოლიტიკის გამოვლინება, რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. ეს ადამიანები თბილისის “დინამოს” სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს.რამდენიმე დღის წინაც, რა შუაშია თბილისის “დინამო”, გაავრცელეს პოლიტიკური განცხადება და გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი. როგორც ფეხბურთში
ერკვევა, ისე ერკვევა, როგორც ჩანს, პოლიტიკაში თბილისის დინამოს მფლობელი”, – განაცხადა კობახიძემ
წყარო: მთავარი არხი