ისრაელის სამხედრო დაზვერვის მეთაური, 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით, თანამდებობას ტოვებს

ს სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა აჰარონ ჰალივამ, „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის დროს მისი ქვედანაყოფის წარუმატებლობის გამო, თანამდებობა დატოვა.
„გადაწყდა, რომ გენერალური შტაბის გენერალი აჰარონ ჰალივა გადადგება თანამდებობიდან და დატოვებს ისრაელის თავდაცვის ძალებს“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
გენერალ-მაიორი აჰარონ ჰალივა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებში 38 წლის განმავლობაში მსახურობდა, პირველი მაღალი რანგის სამხედრო ფიგურაა, რომელმაც „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების გამო თანამდებობა დატოვა. თავდასხმა ფართოდ განიხილება, როგორც ისრაელის დაზვერვის მნიშვნელოვანი წარუმატებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩანაწერზე, რომელიც პერსონალური მონაცემების დამუშავებას ეხება, განცხადებას ავრცელებს