იყო დრო, როცა ამ ტექსტით ელაპარაკებოდა სააკაშვილის მთავრობის წევრი, კახა ბენდუქიძე ევროპელ პარტნიორებს – ნინო ფოჩხუა (ვიდეო)

ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს 2005 წლის არქივიდან, სადაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წევრი კახა ბენდუქიძე აცხადებს: “ამერიკამ მოუაროს ჯერ ევროპას და მერე მოვიდეს ჩვენთან კაცო, რა, დაბალი ღობე ნახა? ჯერ გერმანიის კანცლერს მოუაროს და მერე მოუაროს საქართველოს მთავრობას. ჩვენი საქმეა, რას გადავწყვეტთ.
ფოჩხუა სვამს კითხვას, ახლა რა შეიცვალა და რატომ არის სააკაშვილის ხელისუფლების ნამსხვრევებიდან აღმოცენებული ოპოზიცია უცხოელი პატრონების მონურ მორჩილებაში. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ იციან, არჩევნებში კრახი ელოდებათ, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად კი ჩამოკიდებულები არიან უცხოელ “ბოსებზე” და ყველაფერზე მიდიან.
“იყო დრო, როცა ამ ტექსტით ელაპარაკებოდა სააკაშვილის მთავრობის წევრი კახა ბენდუქიძე ევროპელ პარტნიორებს და ახლა რა ხდება, დღევანდელი ოპოზიცია ხომ სააკაშვილის ხელისუფლების ნამსხვრევებიდან არის აღმოცენებული, ასეთ მონურ მორჩილებაში როგორ უნდა იყო, როგორ უნდა ასრულებდე უპირობოდ უცხოელი პატრონების დირექტივებს? საქმე მარტივად არის. მაშინ “ნაცებს” ქართველი ხალხის მხარდაჭერა ჰქონდათ, ძალით თუ ნებით ეს ცალკე თემაა. არჩევნებსაც მაქინაციებით იგებდნენ. ახლა იციან, რომ სამართლიან არჩევნებში კრახი ელოდებათ და ამიტომ ჩამოკიდებულები არიან უცხოელ “ბოსებს,” ყველაფერზე მიდიან, სკოლის მოსწავლეების გამოყენებაზე საპროტესტო აქციებზე, მოლოტოვის კოქტეილების სროლაზე და ომზეც კი.” – წერს ნინო ფოჩხუა.
Previous: ახლა ბრძოლა მიდის იმაზეც, საკუთარ ქვეყანაში პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს, თუ მხოლოდ სხვა ადამიანების ტანის გრძნობებზე და ყურში მოსმენილ ჰარმონიებზე უნდა იყოს დამოკიდებული

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”