განათლების სამინისტრო „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე – სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყებას „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია.
როგორც სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.
„სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება“,- აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა იმ ხერხს მიმართა, რომელიც მოსკოვში ნაცადია – ბოროტი დიქტატურის დამყარების ლოგიკური გაგრძელებაა, რომ ის პოლიტიკურ სპექტრს ციხით, ციხეში დალპობით დაემუქრა

პრემიერი – საქართველოში შემოდიოდა დიდი რაოდენობით დაფინანსება, რომელიც რევოლუციური სცენარების ხელშეწყობისთვის იყო განკუთვნილი – გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობა მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება

მიხეილ სააკაშვილი – უნდა შევწყვიტოთ უცხოეთში ცალ-ცალკე სიარული და ვიაროთ ერთად, ეს საკუთარი თავის კასტინგი კი არა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია – უნდა შევწყვიტოთ ერთმანეთის ჩაჩეხვა, უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა