ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი და უნდა დავინახოთ, რომ ჩვენთვის ამ მომენტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ინფორმაცია – ლუკა ეხვაია

ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი და უნდა დავინახოთ, რომ ჩვენთვის ამ მომენტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ინფორმაცია – ლუკა ეხვაია
ამ სრულ ისტერიკაში და ბაკქანალიაში რა თქმა უნდა დაიკარგა საღი აზრი და შინაარსობრივი მსჯელობა ამ თემებზე და მხედველობიდან გვრჩება გამჭვირვალობის კანონის ძალიან მნიშვნელოვანი განზომილებები, როგორებიც არის გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების განზომილებები, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ლუკა ეხვაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან აქცენტი მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე გაამახვილა.
„ვხედავთ, რომ ში გამოფიტვაზე ორიენტირებული ომი გრძელდება. გუშინ დამტკიცდა დახმარების ახალი პაკეტი. ამის შემდეგ ვხვდებით, რომ ეს ომი გახანგრძლივდება, მინიმუმ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე, სანამ არჩევნები გადაივლის. პარალელურად ვხედავთ, რომ ამ ომის ფონზე გლობალური ეკონომიკა მთლიანად იცვლება. მიმდინარეობს შემოვლითი გზებით ვაჭრობა, მათ შორის რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ასევე, საკმაოდ დაძაბული ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში. თუ აქამდე იყო მხოლოდ პალესტინაში წარმოებული ს სამხედრო კამპანია, ახლა ვხედავთ უკვე როგორ მიდის პროქსი ომი ისრაელსა და ირანს შორის. დავამატოთ ისიც, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ჯერაც არ არის დამთავრებული.
და ვხედავთ უპრეცედენტო რამეს, რომ ჩვენს რეგიონში გამოჩნდნენ და გააქტიურდნენ ახალი გლობალური აქტორები, როგორებიც არიან ჩინეთი, ინდოეთი, . ეს საერთოდ ყველაფერს ცვლის და ართულებს უსაფრთხოების პოლიტიკას. ზუსტად ამ კონტექსტში უნდა აღვიქვათ გამჭვირვალობის კანონი და უნდა დავინახოთ, რომ ჩვენთვის ამ მომენტში ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმაზე, თუ საიდან შემოდის ფინანსები, რისთვის შემოდის და როგორ იხარჯება, “, – განაცხადა ლუკა ეხვაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ