სუსის განცხადებით, „ტელეგრამში“ ტერორიზმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება

სუსის განცხადებით, „ტელეგრამში“ ტერორიზმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება
„ტელეგრამში“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ, – ამის შესახებ „ქრონიკას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”.
ამასთან, „ქრონიკას“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს, რომ შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან და აუცილებლად იქნება რეაგირება.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეიქმნა რუსულენოვანი „ტელეგრამ“ არხი, სადაც თბილისის სკოლებში ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ქვეყნდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”