“გორმედის” ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი პაციენტების გადაუდებელ დახმარებას და ინტენსიურ თერაპიას საერთაშორისო გაიდლაინებისა და პროტოკოლის მიხედვით უზრუნველყოფს

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტი ყველა პათოლოგიის მქონე პაციენტის გადაუდებელი დახმარებითა და ინტენსიური თერაპიით უზრუნველყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედი“ ავრცელებს.
„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის რეანიმაციული განყოფილება, რომელიც თავის მხრივ, ინტენსიურ თერაპიასა და ანესთეზიოლოგიას აერთიანებს, პაციენტებს ყველა პათოლოგიის მკურნალობას და ინტენსიურ თერაპიას სთავაზობს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის გორის, ქარელისა და ხაშურის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით.
პოსტოპერაციული პალატები, რეანიმაციული დარბაზები და ინდივიდუალური ბოქსები მოწყობილია საერთაშორისო სტანდარტების ნორმების შესაბამისად.
რეანიმაციაში მოხვედრამდე პაციენტს უტარდება კლინიკოლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების სრული სპექტრი. ამიტომ, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული კვლევების ხარისხს, სიზუსტეს და სანდოობას რეანიმატოლოგებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ამასთან, „გორმედის“ დიაგნოსტიკურ-ლაბორატორიული განყოფილება 24-საათიანი რეჟიმით ახორციელებს, მაღალი ხარისხის, სანდო კვლევების მიწოდებას რეანიმაციული განყოფილებისთვის, რაც შემდგომში სწორი მკურნალობის სტრატეგიის შემუშავებას უზრუნველყოფს. რამდენიმე თვის წინ „გორმედის“ ლაბორატორია ISO სერტიფიკატის მფლობელი გახდა. სერტიფიკატი ადასტურებს ლაბორატორიის საქმიანობის შესაბამისობას საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების ნორმებთან.
„გორმედის“ რეანიმაციის ეფექტურ და წარმატებულ მუშაობას განაპირობებს გუნდურობა. რეანიმაციაში გუნდის თითოეულ წევრს სხვადასხვა ფუნქცია გვაქვს, მაგრამ მიზანი ერთია – პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა. პანდემიის დროს, მაშინ როცა, განსაკუთრებული დატვირთვა რეანიმაციაზე მოდიოდა, კლინიკამ უმოკლეს დროში შეძლო პერსონალის, საწოლფონდის, ინვენტარის, სამედიცინო აპარატურის მობილიზება. სწორედ გუნდურობითა და მაღალი პროფესიონალიზმით წარმატებით მართა ათეულ ათასობით კოვიდპაციენტი – იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე სხვა ბევრმა კლინიკამ ერთად“, – განაცხადა „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სანდრო მეგრელიშვილმა.
„გარდა ამისა, „გორმედის” სამედიცინო ცენტრის რეანიმაციული განყოფილება დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ადგილობრივი და მოწვეული კადრებით. თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის გეგმა მუშავდება. სხვადასხვა პათოლოგიებით დამძიმებული პაციენტის მდგომარეობა იმართება კონსილიუმის პრინციპით. ამ პროცესში ერთვებიან დარგის წამყვანი სპეციალისტები როგორც საქართველოდან, ასევე უცხოეთიდანაც.
„გორმედის“ სამედიცინო პერსონალის თითოეული წევრი ჩართულია უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში, რაც გულისხმობს მედპერსონალის გადამზადების უწყვეტ პროცესს და უზრუნველყოფს პაციენტების მართვას თანამედროვე „გაიდლაინებითა“ და პროტოკოლებით. ამის გარდა, კლინიკაში მუდმივად იმართება შიდა ტრენინგები, პრეზენტაციები, განიხილება მედიცინის თანამედროვე მიდგომები. პერსონალი მუდმივად ესწრება საერთაშორისო კონფერენციებს.
„გორმედის” სამედიცინო ცენტრის რეანიმაცია, როგორც კლინიკის ერთ-ერთი ძლიერი განყოფილება, დიდ ინტერესს იწვევს დიპლომის შემდგომი სწავლების მსმენელებშიც. ვინაიდან „გორმედის” სამედიცინო ცენტრი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან აფილირებული კლინიკაა, დაწესებულებაში ყოველწლიურად მიმდინარეობს რეზიდენტების მიღება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, რეანიმაციულ განყოფილებაშიც.
კლინიკაში დიპლომირებული მედიკოსებისთვის მაღალ დონეზე მიმდინარეობს რეზიდენტურის პროგრამით გათვალისწინებული აუცილებელი თეორიული თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისება, კლინიკური დისციპლინების სწავლება, კვალიფიკაციის ამაღლება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ