– Patriot-ები საჰაერო თავდაცვის სისტემები მხოლოდ მაშინაა, როცა მოქმედებენ და არა მაშინ, როცა უძრავად დგანან ბაზებში – ახლა ისინი საჭიროა უკრაინელების ხელში

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემები მხოლოდ მაშინაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, როცა ისინი მოქმედებენ – იცავენ სიცოცხლეს და არა მაშინ, როცა სადმე შესანახ ბაზებზე უძრავად დგანან.
„დემოკრატიულ სამყაროს აქვს ყველა ძალა რუსული ტერორის დასაძლევად. ახლა Patriot-ები საჭიროა უკრაინელების ხელში, თანამედროვე მოიერიშე თვითმფრინავები საჭიროა უკრაინის ცაზე, რუსული რაკეტები და ირანული „შაჰედები“ უნდა დამარცხდნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტერორიზმისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ ერთად შეიძლება.
“მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, ყველა ლიდერს, ვისაც უკვე ესმის ეს, მადლობა ყველას, ვინც ავლენს ლიდერობას უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენაში!” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეკა კა­ხი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. გო­გო­ე­ბი იქ იყ­ვნენ, ეკამ და­მი­რე­კა და მი­თხრა… ასე გა­და­წყდა მათი წა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა არას­წო­რია”