ზაალ ანჯაფარიძე: ისტერიული აქცია “არა რუსულ კანონს“ რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდაში გადავიდოდა მოსალოდნელი იყო

ისტერიული აქცია “არა რუსულ კანონს“ რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდასა და ილია ჭავჭავაძის თუ სხვათა რევიზიაში გადაიზრდებოდა ამ ჭრელი შემადგენლობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელი იყო – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
მისი თქმით, სხვას არაფერს უნდა ელოდო მათი მხრიდან, ვისაც ცივილურ დისკუსიაში შესვლა არ უნდა.
„ისტერიული აქცია “არა რუსულ კანონს,” რომ საბოლოოდ სქესობრივი ურთიერთობის თავისებურებების პროპაგანდასა და ილია ჭავჭავაძის თუ სხვათა რევიზიაში გადაიზრდებოდა ამ ჭრელი შემადგენლობის მხრიდან, სავსებით მოსალოდნელი იყო. აბა სხვას რას უნდა ელოდო მათი მხრიდან, ცივილურ დისკუსიაში რომ შემოსვლა ცოცხალი თავით არ სურთ
მე არ დავაბინძურებ ჩემს კედელს აქციის ცალკეულ მონაწილეთა იმ ამაზრზენი ფოტოების და პოსტერების გაზიარებით, ვირუსულად რომ ვრცელდება ქსელებში. მინდოდა დამედო გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეთა მიერ დალეწილი ავტობუსის გაჩერების ფოტოც, და კიდევ სხვა ფოტოებიც, მაგრამ გადავიფიქრე. ერთს ვიტყვი, ძააალიაან ნაადრევად მოგიწიათ თვითლუსტრაცია“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გუბაზის მასზე უსინდისო შვილი ვიღაც “ნაცთან” ერთად ზის და ერთმანეთს უმტკიცებენ, ბიძინა ივანიშვილმა იმიტომ გამოუცვალა ჭორვილაში სახლებს სახურავები, რომ ეშინოდა ძველი წარმოების „შიფერის“, რომელიც არის აზბესტის შემცველი და დაავადებებს იწვევსო

„ტოპ ტვინი“ ეკონომისტების პროგნოზი იყო, რომ სანქციების და იზოლაციის გამო, ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოდა. მაგრამ ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკამ შეინარჩუნა ზრდა, ხოლო სახელმწიფო ვალი შემცირდა