გიორგი ქადაგიძე: ასეთ რამეებს აკეთებდნენ მეფეები შუა საუკუნეებში

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ოფშორების შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა, რეალურად, ივანიშვილზეა მორგებული და ამის მიზანი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა არ ყოფილა. ქადაგიძის თქმით, ეს არის საშუალება, რომ საქართველოს იმ ოლიგარქების ნავსაყუდელი გახდეს, რომლებიც დანარჩენი მსოფლიოსთვის უკრაინის ომის გამო “კეთროვანები” გახდნენ.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილს გადასახადების გადახდა არ სურს და ამიტომ ახალი კანონის შემოგვთავაზა.

საუბარი იმაზეა, რომ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქებს ავიწროებს ყველა, მთელი განვითარებული სამყარო, მათ შორის, ოფშორულ ზონებშიც და მეორეს მხრივ, ეს არის საფრთხე, რომ ჩვენ გავხდეთ იმ ადამიანების ნავსაყუდელი, რომლებიც არიან კეთროვანი უკრაინის ომის გამო, რომელსაც არსად არ უშვებენ და ა.შ. აქვე, მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი მინდა ვთქვა, რომ არანაირ ინვესტიციებზე აქ საუბარი არ არის, რომელიც სამუშაო ადგილებს შექმნის და ქვეყანა ამით იხეირებს. აქ არის ლაპარაკი, სად იქნება გაფორმებული ეს ქონება. რეალურად, ჩვენ ვლაპარაკობთ იურისდიქციაზე, სადაც დაიმალება ესა თუ ის მესაკუთრე. ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ადმიანმა, ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ თვითონ არ უნდა გადასახადების გადახდა და შემოგვთავაზა ცვლილება, რომელსაც პირდაპირ აწერია ბიძნა ივანიშვილის სახელზე „ მე არ მინდა გადასახადების გადახდა“. ასეთ რამეებს აკეთებდნენ მეფეები შუა საუკუნეებში, – ამბობს გიორგი ქადაგიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ