ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 2023 წელს ავიაკომპანიასთან დაწყებული აქტიური მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დაასრულა და ნიდერლანდურმა ავიაკომპანია Transavia-მ საქართველოს ბაზარზე ოპერირება დაიწყო.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში Transavia-ს კუთვნილი Boeng 737-ით ამსტერდამიდან გუშინ სავსე ბორტით დაეშვა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ჩამოფრენის დარბაზში დახვედრის საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, TAV Georgia-ს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიებაზე საგანგებოდ ჰოლანდიელი სტუმრებისთვის ანსამბლმა „შავნაბადამ“ მრავალჟამიერი შეასრულა.
Transavia ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს, კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.