ამიტომაც ააფორიაქა ჩვენი “ტარაკნები” “ბნელ სამზარეულოში” მათთვის მოულოდნელად დანთებულმა სინათლემ

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის განცხადებას ეხმიანება, რომლოს თქმით, “ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც კი რომ არ უნდათ გამჭვირვალობა, არის “ენჯეო” სექტორი და მედიასაშუალებები”.
ქართველიშვილის თქმით, სერიოზულ მტკიცებულებათა ბაზას მოასწავებს საქართველოში ერთადერთი გაუმჭვირვალე ფინანსური სფერო.
“არ ვიცი ვინ გაიმარჯვებს -ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და დაძაბულ არჩევნებში, ალბათ ის ძალა, ვინც საფოსტო გზავნილებს აკონტროლებს. თუმცა მანამდე, ტრამპისგან გვსმენია არაერთი დაპირება: მკაცრ კონტროლს დაუქვემდებაროს ქვეყნიდან საზღვარგარეთ გასული თანხები, მათი ამერიკის ეკონომიკასა და უსაფრთხოებაში მაქსიმალური შემობრუნების მიზნით.
არაა გამორიცხული, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, ტრამპმა კონგრესის წინაშე დააყენოს მოთხოვნა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსების შემცირების თაობაზე, თანხების სავარაუდო არამიზნობრივად ხარჯვის გამო. ლოგიკურია, რომ კონგრესმა ტრამპს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსთხოვოს.
აი რა დროს გამოვა “სცენაზე” ყირგიზეთის, საფრანგეთისა თუ საქართველოს გამჭვირვალობის რეესტრების მონაცემები. საკუთარი თავის წინააღმდეგ გამამტყუნებელი ჩვენებების თავიდან არიდების მიზნით, ყირგიზეთიდან სოროსის ფონდი ისეთი სიჩქარით აორთქლდა, რომ პირველივე დეკლარაციის შევსებაც კი ვერ გარისკა.
საფრანგეთის გაოცებაც არაა გამორიცხული, განსაკუთრებით პრეზიდენტ მაკრონის პოზიციისა (“მეკავშირეობა ვასალობას არ ნიშნავს”) და ქვეყნის დაზვერვის ანგარიშის ფონზე. სავარაუდოდ სერიოზულ მტკიცებულებათა ბაზას მოასწავებს ასევე საქართველოში ერთადერთი გაუმჭვირვალე ფინანსური სფეროც, ამიტომაც ააფორიაქა ჩვენი “ტარაკნები” – “ბნელ სამზარეულოში” მათთვის მოულოდნელად დანთებულმა სინათლემ.”- წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ