სალომე ზურაბიშვილი – უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს – დიდება უკრაინას!

საქართველოს პრეზიდენტის -ის წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემის მხარდაჭერას ეხმიანება.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.
„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინის დახმარების პაკეტის ორპარტიული მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მოვლენაა. უკრაინა თითოეული ჩვენგანისთვის იბრძვის და სრულ მხარდაჭერას იმსახურებს. დიდება უკრაინას!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის გადაცემას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიღებას 311-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი (210 დემოკრატი, 101 „რესპუბლიკელი“), წინააღმდეგ კი 112 წავიდა (ყველა „რესპუბლიკელი“). მის მიღებას კონგრესმენების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.
ახლა პაკეტი განსახილველად აშშ-ის კონგრესის ზედა პალატას, სენატს გადაეცემა ისევე, როგორც ცვლილებები სენატის კანონპროექტში HR.815 აშშ-ის საერთაშორისო დახმარების შესახებ, რომელიც თებერვალში მიიღეს. ამან უნდა გაამარტივოს პაკეტის სენატში დამტკიცების პროცედურა.

ასევე დაგაინტერესებთ

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი