“სლოგანიც კი შეცვალეს “ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება“- სარწმუნოება

“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ აქციაზე გაჟღერებულ სლოგანთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი სარწმუნოებას ეწინააღმდეგებიან.

მდინარაძის თქმით, ქართველმა ხალხმა შეძლო და დღემდე მოიტანა „ენა, მამული, სარწმუნოება“ და დღეს გარკვეულმა პირებმა ეს სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობათი“, რაც ამტკიცებს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

“ქართულ იდენტობას, მთავარ საწყისებს როგორ ებრძვიან, იქ ვინც იყო იმასთან არ მაქვს პრეტენზია, ის ტექსტი ხომ ვიღაცამ შეადგინა? ჯერ „მამული, ენა, სარწმუნოება“, რომელიც ილიამ თქვა თავის დროზე და შემდეგ 78 წელს შეიცვალა ერთადერთი რამ „ენა“ წამოვიდა პრიორიტეტად და ასე სლოგანად გამოიყენეს ოდნავ შეცვლილი და სამივე დატოვეს „ენა, მამული, სარწმუნოება“, როცა ქართული ენის დაცვაზე იყო საუბარი, ქართველმა ხალხმა მაშინაც მოახერხა ამის წინააღმდეგ ბრძოლა და ახლა ეს სლოგანიც კი შეცვალეს „ენა, მამული და ერთობაო“ თქვეს, სარწმუნოება ამოიღეს და ამით დაამტკიცეს, რომ ამ ტექსტის შემადგენლების დარტყმის ობიექტი არის სარწმუნოება, რომელიც ქართული იდენტობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას -10 მაისს განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ 13 მაისს

ვინც აქციებზე „წრფელი გულით“ დადის, უნდა გაითვალისწინოს, რომ რადიკალური ოპოზიციის, ლგბტ ორგანიზაციებისა და NGO-ების ორგანიზებულ აქციაზე მისვლა მათი ღირებულებების გაზიარებას, მათ გეგმებსა და შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს

მამულს, ენას, სარწმუნოებას ვერ დაამარცხებენ – ჩემთან ერთად, თქვენც ილოცეთ საკუთარ შვილებზე, ხოლო მათი სულების დაღუპვის მსურველებს ხელისუფლება და ერის ჯანსაღი საზოგადოება თავის ადგილს მიუჩენს!