Glovo, Wolt-ი, Bolt-ი, Bolt Food-ი, Yandex-ი და Maxim-ი – აკმაყოფილებენ თუ არა კომპანიები შრომის სტანდარტებს?

“საქართველოში ვერცერთი ციფრული შრომის პლატფორმა სამართლიანი შრომის მინიმალურ საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს”, – ამის FairWork-ის კვლევაშია აღნიშნული, რომელიც “სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტმა” დღეს წარადგინა. კვლევის მიხედვით, Glovo, Wolt-ი, Bolt-ი, Bolt Food-ი, Yandex-ი და Maxim-ი შრომის პრინციპებს არღვევენ. ორგანიზაციამ კომპანიები 5 პრინციპის მიხედვით, 10 ქულის ფარგლებში შეაფასა.
შრომის სტანდარტების დაკმაყოფილების მხრივ ყველაზე მაღალი, 4-4 ქულა Glovo-მ და Wolt-მა მიიღო. ორი ქულით შეფასდა Maxim-ი, ხოლო Bolt-ი, Bolt food-ი და Yandex-ი თითო-თითო ქულით.