ტარიელ ხარხელაური: ახალგაზრდა თაობას

ახალგაზრდა თაობას
გარდავიცვლები – ჩემს საფლავს
მზე უფლის ღიმილს დააფენს,
ოღონდაც ახლა, ყვავილნო-
ოღონდაც ახლა გამათბეთ.
მერე სულ თქვენთვის ვენთები,
ცაც მხოლოდ თქვენთვის ამანთებს,
მომენატრებით ნისლივით
ჩამოვეღვრები ქარაფებს,
ოღონდაც ახლა, ყვავილნო,
ოღონდაც ახლა გამათბეთ.
ქარი ჰქრის, თოვლი ჩამოაქვს,
მთებს თოვლი ჰფარავს სრულიად,
ჩემს წუხილს არც დასაწყისი
და აღარც დასასრული აქვს,
არაფრის ხილვა არ მინდა
თქვენი ხილვა კი მწყურია.
ხან დარდი შემომეხვევა,
სისხლს ამირევს და დამთრთვილავს,
წუხელაც ქარმა ამიკლო-
სად რანაირად მათრია,
ახლა ხატის წინ ვლოცულობ,
ღვთის სანთელივით ვანთივარ…
გარდავიცვლები – ჩემს საფლავს
მზე უფლის ღიმილს დააფენს,
ოღონდაც ახლა, ყვავილნო,
ოღონდაც ახლა გამათბეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: იმდენი “ღიმილი” უნახავს და გაუვლია ისტორიას და მერე, ასე “გაღიმებულად” გაუშვიათ “ზოგიერთი”, რაკეტებს,  “კობზონის” მოუსავლეთში “ პუტინის გემბანის” მიმართულებით, რომ რა ჩამოთვლის…

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!