ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა

ნიუ-იორკის სასამართლოსთან, სადაც დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მამაკაცმა თავი დაიწვა.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მამაკაცი, რომელმაც სასამართლოს შენობის წინ თავი დაიწვა, იდენტიფიცირებულია, როგორც მაქს აზარელო და იგი ფლორიდის შტატიდან არის. აზარელო საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
პოლიციის ცნობით, მამაკაცის სამიზნეს -ის ყოფილი პრეზიდენტი, ან სასამართლო პროცესში მონაწილე სხვა პირები არ წარმოადგენდნენ. პოლიციის დეპარტამენტის კომისრის მოადგილემ, ტარიკ შეპარდმა აღნიშნა, რომ პოლიცია მამაკაცს შეთქმულების თეორიების მომხრედ განიხილავს. მამაკაცმა ინტერნეტში მანიფესტი დატოვა, რომელშიც მეგობრებს ბოდიში მოუხადა.
გამოქვეყნებულ პოსტში აზარელო „აპოკალიფსური ფაშისტური გადატრიალების“ შესახებ საუბრობს, კრიპტოვალუტას და ამერიკელ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს, თუმცა კონკრეტულად დონალდ ტრამპს არ გამოყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა