მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მარნეულის მერიის საკონფერენციო დარბაზში, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მერის მოადგილე ზურაბ ფანგანმა გახსნეს.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, კობა ჩხიტუნიძის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ამასთან, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC) დირექტორმა, რაშან ზიადალიევმა აუდიტორიას ცენტრის მიერ შემუშავებული ინიციატივები პრეზენტაციის სახით გააცნო.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი მედია და თემით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მარნეულში 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გაგრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე – სიამაყით მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომელმაც ისაუბრა ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის მომავალთან – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს საკუთარ თავსა და ქვეყანაზე გამოვცადეთ

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისის იმ უბნებსა და ქუჩებს, რომელთაც 26 სექტემბრის ღამის 03:00 საათიდან 27 სექტემბრის დღის 15:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდებათ

კახა კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე – როდესაც სცენას იყენებ იმისთვის, რომ ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენო, კატეგორიულად მიუღებელია – გაქვს საშუალება, გამოთქვა მოსაზრება თუნდაც სცენიდან, მაგრამ ეს უნდა იყოს წესიერების ფარგლებში

მამუკა გამყრელიძე: არც კობახიძის სიტყვები და არც ბოჭორიშვილის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერა არ გახლავთ სიმართლე. ეს მხოლოდ მცდელობაა ორ სკამზე ჯდომის, მაგრამ ამასაც ხელოვნება და ნიჭი სჭირდება, რომელიც არ აქვთ