მარნეულში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

მარნეულში მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მარნეულის მერიის საკონფერენციო დარბაზში,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, გაიმართა.
მათი ინფორმაციით, შეხვედრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ და მერის მოადგილე ზურაბ ფანგანმა გახსნეს.
„საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელის, კობა ჩხიტუნიძის მიერ წარმოდგენილი 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, საჯარო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ამასთან, სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის (CEAC) დირექტორმა, რაშან ზიადალიევმა აუდიტორიას ცენტრის მიერ შემუშავებული ინიციატივები პრეზენტაციის სახით გააცნო.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო, არასამთავრობო სექტორი, ადგილობრივი მედია და თემით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.
მარნეულში 2024 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გაგრძელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა