“თავშესაფარი რუსების სისხლიანი ფულისთვის – ბიძინა ამაშიც გააკეთებს ფულს” – გვარამია

“ახალის” თანათავმჯდომარე ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება და ამბობს:
ეს კანონი თავისი მოქმედებით კიდევ უფრო ფართოა, ვიდრე მხოლოდ ს ინტერესი, მისი ქონება არ იყოს დასანქცირებული ოფშორულ ზონაში. იგივე რეჟიმის ქვეშ მოყვება ყველა რუსი ბიზნესმენი, ვინც არის უკვე დასანქცირებული და ვის ქონებასაც მიაკვლიეს ოფშორებში. აქეთ გადმოვა ყველა ასეთი რუსი ბიზნესმენის შავი ქონება და საქართველო გახდება ოფშორული თავშესაფარი რუსების ბინძური სისხლიანი ფულისთვის და მათთვისაც არავითარი გადასახადი არ იმოქმედებს.
ის, რომ თითქოს დათქმაა, რომ ახლა იურიდიული პირი არ დაფუძნდება და საქართველოში არსებული იურიდიული პირებისთვის არის მხოლოდ გათვალისწინებული კანონის მიღებამდე, ეს არის აბსურდი და ბლეფი. ქართულ იურიდიულ პირს უმარტივესად იყიდის ყველა, ვისაც მოუნდება, ან არადა ბიძინა ივანიშვილი მისცემს ყველას ამ იურიდიულ პირებს და ამაშიც გააკეთებს ფულს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს