ნუცა ალექსი-მესხიშვილი: აარჩიეთ რუსეთი და დაგვემშვიდობეთ ძველ მეგობრებს

“საქართველოში უკვე დიდი ხანია შეთქმულების თეორების მიხედვით მუშაობს “ოცნების” პროპაგანდა. არ გესმის, მაგრამ გესმის. ყველა გეუბნება რომ ასე არ არის, მაგრამ შენ იცი რომ ასეა. გეუბნებიან რომ სამშობლოს კარგავ, შენ თვლი რომ ღირსებას იბრუნებ. სრულიად შეუძლებელი გახდება იმ ადამიანებისთვის გამარჯობის თქმაც კი, ვინც ახლა ამ პროპაგანდის ნაწილია. რას ვიზამთ. სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს / დაგვიტოვეთ. ამ სივრცეშიც ძალიან მიჭირს უკვე იმ კარგად ნაცნობი ადამიანების დანახვა ვინც ამ აბსურდში მონაწილოებს და მე და ჩემ შვილებს ქვეყანას გვართმევს. აარჩიეთ და დაგვემშვიდობეთ ძველ მეგობრებს,” – წერს სოციალურ ქსელში მხატვარი ნუცა ალექსი-მესხიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ