ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

„ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
როგორც მან გათავისუფლების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, მსგავსი სისასტიკის დარბევა არ ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლამდეც და მას შემდეგაც აქციებს ესწრება.
ირაკლი კუპრაძის თქმით, აქციის დარბევა იყო უმძიმესი დანაშაული რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა.
„იმ ადამიანებს, რომლებიც ამ დღეებში საქართველოს პარლამენტთან იდგნენ და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს იცავდნენ, ვერ შეაშინებენ. მე მსგავსი სისასტიკის დარბევა არ მახსოვს – ადამიანს, რომელიც 2012 წლამდეც და მის შემდეგაც აქციებზე ვდგავარ. ეს სასტიკი დარბევა იყო, ადამიანის მისაშველებლად მივედი, რომელსაც ძირს დაგდებულს ურტყამდნენ და ამ დროს უმიზეზოდ დამაკავეს. სასტიკი მოპყრობა, ცემა, სახეში რტყმა – ეს უმძიმესი დანაშაული იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ჩაიდინა. ეს არის შეტევა საქართველოს პროევროპულ კურსზე. მე და ჩემი თანამებრძოლები საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურებით. „ქართული ოცნება“ რუსეთს ემსახურება და სანამ ის არ შეიცვლება, იქნება მუდმივი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მისი სასამართლო პროცესი გადაიდო.
ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძე პოლიციამ სხვა მომიტინგეებთან ერთად საპროტესტო აქციის დროს დააკავა. ისინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად