ელისაშვილი: დაახლოებით 20 პოლიციელი მოვიდა და მითხრა, გენაცვალე მარჯვენაშიო

პერსონალურად, ვაჟა სირაძე ძალიან აგრესიული იყო. ასევე, მის გარშემო, უახლოეს გარემოცვაში რამდენიმე პოლიციელი ვინც იყო, ისინიც. ყველაზე აგრესიულები კანცელარიასთან იყვნენ, მანქანაშიც როგორ ჩამტენეს, კადრებში კი ნახეთ. თუმცა, რომ მოვდიოდი, როგორც კი ეპიცენტრს გამომარიდეს, დაახლოებით 20 პოლიციელი მოვიდა და მითხრა, გენაცვალე მარჯვენაშიო. ოღონდ, ძალიან ჩუმად მეუბნებოდნენ, ისე, რომ ვერავის გაეგო.
განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. ელისაშვილის თქმით, ის 17 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის დროს, რამდენიმე პოლიციელმა კანცელარიაში შეათრია და წაქცეულზე გამეტებით ურტყა. ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ მას ნეკნი აქვს მოტეხილი.
იქამდე, 15 აპრილს, პარლამენტში რუსული კანონის განხილვისას ალეკო ელისაშვილმა ს ჩაარტყა.