მთავრობამ საიდუმლო მიზნობრიობით გასულ წელში 10 მლნ ლარი დახარჯა

2023 წელს, მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან საიდუმლო მიზნობრიობით10 მლნ ლარი დახარჯა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებშია აღნიშნული.
ამასთან, 2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, სარეზერვო ფონდისთვის განკუთვნილი 100 მლნ ლარიდან, ფაქტობრივად ათვისებულია 95 მლნ ლარი.
რაც შეეხება მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ათვისებული სახსრების მიზნობრიობას, დახარჯული 95 მლნ ლარი შემდეგნაირად ნაწილდება:
· 10,5% ( 10 მლნ ლარი ) საიდუმლო ხარჯი;
· 51,1% ( 48 მლნ ლარზე მეტი) ინფრასტრუქტურული და სოციალური ტიპის დანახარჯების დაფინანსება;
· 23,4% (22 მლნ ლარზე მეტი) სხვა სპეციფიკური ხარჯების დაფინანსება;
· 8,7% ( 8 მლნ ლარზე მეტი ) იურიდიული, ფინანსური, საკონსულტაციო და სარეკლამო მომსახურების, ასევე, საზოგადოებრივი აზრის კვლევის ხარჯების დაფინანსება;
· 6,1% (თითქმის 6 მლნ ლარი) მხარჯავი დაწესებულებების შეუფერხებელი ფუნქციონირების, საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მიმდინარე საჭიროებების დაფინანსება.
ცნობისთვის, საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან სახსრები გამოიყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.
რიგ შემთხვევებში ხდება სახსრების მიმართვა იმ გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლებიც სისტემატურ ხასიათს ატარებს და სათანადოდ დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა მათი გათვალისწინება შესაბამისი მხარჯავი დაწესებულებების ასიგნებებში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – თუ დადგება საკითხი: მშვიდობა და სტაბილურობა ან ვიზალიბერალიზაცია, უპირატესობას მშვიდობასა და სტაბილურობას მივანიჭებთ – ევროპაში ვიზით წახვალთ თუ უვიზოდ, ეს ეგზისტენციალური საკითხი არ არის

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილს სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ დაინახა – როდესაც დასაბუთების გარეშე უჩერებენ ადამიანს ორ მილიარდს, ეს ევროპისთვის შეუფერებელია, „დიფ სთეითის“ გავლენის შედეგია და ეს მდგომარეობა ტრაგიკული და ბუნებრივია

ირაკლი კობახიძე – 2019 წლის 20 ივნისთან დაკავშირებით არის სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე