Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო

Samsung-ის ტელევიზორებში ჩაშენებული უსაფრთხოების სისტემა, Samsung Knox ზედიზედ მეათედ ხდება CC სერტიფიკატის მფლობელი, რაც გულისხმობს სისტემის მაღალი დონის უსაფრთხოებას, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება.
CC (Common Criteria) გლობალური სისტემაა, რომელიც აფასებს IT პროდუქტების უსაფრთხოებას. მიღებული სერტიფიკატი ხაზს უსვამს Samsung-ის უსაფრთხოების დაცვის სისტემის, Knox-ის მაღალ ეფექტურობას უკვე ზედიზედ მე-10 წელია.
“ჩვენი ყოველდღიურობა უფრო და უფრო მჭიდრო კავშირშია ციფრულ ტექნიკასთან. სწორედ ამიტომ, Samsung-ი ითვალისწინებს მომხმარებლის საჭიროებებს მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესახებ” – აცხადებს Samsung-ის ვიდეო მოწყობილობების მიმართულების ხელმძღვანელი იონგჯაე კიმი.
“ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვამაყობთ, რომ Samsung Knox-ი უკვე ზედიზედ მეათედ იღებს CC სერტიფიკატს, რაც ადასტურებს ჩვენი უსაფრთხოების სტანდარტების მუდმივ გაუმჯობესებას.”
CC სერტიფიკატი ხაზს უსვამს Samsung Knox-ის უსაფრთხოების სამ ძირითად უპირატესობას:
· Tizen OS მონიტორინგი: Samsung Knox შეუძლია ჰაკერული თავდასხმის პოტენციური საფრთხეების რეალურ დროში აღმოჩენა.
· ფიშინგის ვებგვერდების დაბლოკვა: Samsung Knox ამოწმებს ვებგვერდებს, რომლებსაც მომხმარებლები იყენებენ და წინასწარ ბლოკავს ფიშინფ საიტებს, მომხმარებლების კონფიდენციალურობის დასაცავად.
· პერსონალური ინფორმაციის გაძლიერებული დაცვა: Samsung Knox უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის სენსიტიური პერსონალური მონაცემების დაცვას, Samsung Knox Vault-ის პროცესორთან დაკავშირებით.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ქურასბედიანი – წარმოუდგენელია, რომ ვენეციის კომისია, რომელიც დღემდე დოკუმენტების სამართლებრივ ანალიზს აკეთებდა, ქუჩის აქციების პოლიტიკურ შეფასებაზე გადავიდა, ეს მიდგომაც ნათლად მეტყველებს ე. წ. ობიექტურობაზე

სალომე ქურასბედიანი – ვენეციის კომისიის დასკვნა გაჯერებულია პოლიტიკური გზავნილებით, მოკლებულია სამართლებრივ და პროფესიულ დასაბუთებას და შეიცავს მთელ რიგ ფაქტობრივად არასწორ ფაქტობრივ ინფორმაციას

მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, შეასრულონ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად