ისრაელ კაცი – ევროკავშირის ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მივესალმები – ირანის შეჩერება ახლავე უნდა მოხდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმა.
„ევროკავშირის ქვეყნების მიერ ირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას მივესალმები. ეს გველის გასანეიტრალებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია და მადლობა ყველა ჩვენს მეგობარს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის. ირანის შეჩერება ახლავე უნდა მოხდეს, სანამ ძალიან გვიანი არ არის“, – წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი X-ზე.
ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში მიმდინარე ორდღიან სამიტზე ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, თეირანის წინააღმდეგ სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო