– მოკავშირეების რჩევის მიუხედავად, საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს და ყველაფერს გააკეთებს თავის დასაცავად

ისრაელი თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა თავის დასაცავად, თუნდაც ეს ეწინააღმდეგებოდეს მისი მოკავშირეების რჩევებს, – ასეთი განცხადება ს პრემიერ-მინისტრმა, მ მავრობის სხდომაზე, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, დევიდ კამერონსა და ანალენა ბერბოკს „ყველა სახის წინადადება და რჩევა“ ჰქონდათ და მიუხედავად იმისა, რომ ამას აფასებს, ისრაელი მაინც „მიიღებს საკუთარ გადაწყვეტილებას და ყველაფერს გააკეთებს, რაც საჭიროა თავის დასაცავად“.
ცნობისთვის, ბრიტანეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, და ანალენა ბაერბოკი ისრაელში გუშინ ჩავიდნენ, შაბათს ღამით ისრაელზე ირანის უპრეცედენტო თავდასხმის ფონზე, რომლის დროსაც მან 350 დრონი და რაკეტა გამოიყენა. გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ისრაელს მოუწოდეს, გამოიჩინოს თავშეკავება თავდასხმის შემდგომ და გააფრთხილეს, რომ ირანთან ნებისმიერი დამატებითი პირდაპირი საომარი მოქმედებები შესაძლოა ახლო აღმოსავლეთს ყოვლისმომცველ ომში გადაიზარდოს. თუმცა, ისრაელმა პირობა დადო, რომ ირანის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებას განახორციელებს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ