კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს, ერთ-ერთისგან ამოღებულია ცივი იარაღი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 აპრილს, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული აქციის დროს დაკავებულია 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთს ცივი იარაღი ჰქონდა.
“აქციის მიმდინარეობისას პროტესტის გამომხატველთა მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები. აქციის რამდენიმე მონაწილე არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას გამოეხატათ პროტესტი მშვიდობიან ფორმაში, რის შედეგად ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 2 პირი.
სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებული პირისგან ცივი იარაღი ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
თითოეულ არაკანონიერ ქმედებას, დაუყოვნებლივ მოყვება სამართლებრივი რეაგირება.”- ნათქვამია -ს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მოსახლეობას გააზრებული აქვს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება და იმ პოლიტიკის გატარება, რომელიც საქართველოს ხვალინდელი დღისთვის არის მნიშვნელოვანი

“ლიზა, ქალიშვილთან ერთად, სარგებლობს მამულით, რომელიც გიული ალასანიას ეკუთვნის. ბავშვი მიხეილის ახლობლებს არ უნახავთ” – რა ხდება ცნობილი იასკო-სააკაშვილის შვილსა და დეპუტატის ქონებაზე

საქართველომ, ყველაფერი გააკეთა რათა დაემტკიცებინა ამერიკისთვის, რომ ჩვენ ვართ ის ქვეყანა, ვისაც შეიძლება თამამად უწოდო სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარიც, მაგრამ ეს ყველაფერი 30 წელია ცალმხრივად მოქმედებს