„გულწრფელად ვთხოვ ივანიშვილს, გაიწვიეთ ეს კანონი“ – რუსუდან ფეტვიაშვილი

მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა აქციაზე განაცხადა:
„ძალიან მიყვარს ჩვენი ქვეყანა და ძალიან მინდა, რომ ის იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი, ბრწყინვალე, მოძებნოს თავისი პატარა ნიშა მსოფლიოს თანამეგობრობაში. ამ მიზნისთვის ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ. ძალიან მინდა, ვთხოვო ჩვენ პარლამენტს, რომელმაც დღეს პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელსაც ამდენი ხალხი ვეწინააღმდეგებით. გაიწვიეთ კანონი, არ უნდა ჰქონდეს საქართველოს ხელახალ გახლეჩას ადგილი. გულწრფელად ვთხოვ ივანიშვილს, გაიწვიეთ ეს კანონი, რათა ამ კანონმა შუაზე არ გახლიჩოს საქართველო.”

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „MEGOBARI აქტი“ სრულად გაჯერებულია სიცრუითა და ცილისწამებით – გამოაშკარავდა, რის შედეგად მოხდა ამ ყველაფრის ჩაწერა აღნიშნულ აქტში: 360 ათასია გადახდილი და კონგრესმენ უილსონს 87 ათასი აქვს აღებული, რომ საქართველო გააშავოს

პროკურორი საბა სხვიტარიძის საქმეზე – ჩვენ ვხელმძღვანელობთ მტკიცებულებათა მაღალი სტანდარტით და მივიღეთ ობიექტური გადაწყვეტილება ბრალდებულის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის თაობაზე