კამერონი: ისრაელმა ირანზე შურისძიება გადაწყვიტა

“ისრაელს აშკარად გადაწყვეტილი აქვს, სარაკეტო და დრონებით თავდასხმებისთვის ირანზე შური იძიოს”, – განაცხადა ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ ს ეს განცხადება, ყველაზე მწვავე გაფრთხილებაა, რეგიონში ვითარების შესაძლო ესკალაციის შესახებ.
მარიონეტული დაჯგუფებების საშუალებით, ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დაპრისისპირებების შემდეგ, გასულ შაბათს, ირანმა ისრაელზე პირველი ღია და პირდაპირი თავდასხმა განახორციელა. თეირანმა 300-ზე მეტი დრონი, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. ამ ფონზე, მსოფლიო ლიდერები ცდილობენ, თავიდან აიცილონ რეგიონში კონფლიქტის კიდევ უფრო ფართო გავრცელება.
ირანმა ისრაელზე თავდასხმა, პირველ აპრილის, ს მიერ ირანის საკონსულოზე სავარაუდო თავდასხმის საპასუხოდ განახორციელა. თეირანი აცხადებს, რომ დამასკოში მის საკონსულოზე თავდასხმას ორი გენერალი და რამდენიმე სხვა ირანელი ოფიცერი ემსხვერპლა.
ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული რამდენიმე ასეული რაკეტისა და დრონების უმეტესობა, ისრაელის თავდაცვამ, მოკავშირე შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის დახმარებით ჩამოაგდო. თავდასხმა მინიმალური ზიანით, მსხვერპლის გარეშე დასრულდა.
„ნათელია, რომ ისრაელელები იღებენ გადაწყვეტილებას იმოქმედონ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამას გააკეთებენ ისე, რომ ესკალაცია რაც შეიძლება მცირე იყოს“, – განაცხადა იერუსალიმში ჟურნალისტებთან საუბრისას ბრიტანეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვაშინგტონი და დასავლეთის სხვა ქვეყნების მთავრობები იმედოვნებენ, რომ ისრაელის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები დაეხმარება ისრაელს იმაში დასარწმუნებლად, რომ თუ ამას გაადაწყვეტს, მოზომილი საპასუხო ნაბიჯები გადადგას.
კამერონმა თქვა, რომ ბრიტანეთს სურს ირანის წინააღმდეგ კოორდინირებული სანქციები იხილოს – შვიდი ძირითადი დემოკრატიული სახელმწიფოსგან, რომელიც „დიდი შვიდეულის“ (G7) ფორმატში, ამ კვირაში იტალიაში შეიკრიბება.
„G7-მა უნდა გაუგზავნოს მკაფიო და ცალსახა გზავნილი“, – თქვა კამერონმა.
ისრაელი, ირანის თავდასხმაზე პასუხს, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ განიხილავს პრემიერ ნეთანიაჰუსთან არსებული ე.წ. “ომის კაბინეტის” ფორმატში. ისრაელის ომის კაბინეტი, ქვეყნის მთავრობაში ერთიანობის ნიშნად, 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ შეიქმნა და ის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოპოზიციის წევრებითაცაა დაკომპლექტებული.
“ომის კაბინეტი”, ირანის თავდასხმის შემდეგ, არაერთხელ შიკრიბა იმაზე სამსჯელოდ, თუ როგორი უნდა იყოს თეირანის თავდასხმაზე პასუხი. გუშინ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ ისრაელის საპასუხო ქმედებაზე, ირანს პასუხი ექნება „წამებში და არა – დღეებში“.