აჭარის უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე კანონპროექტის განხილვის პროცედურები იწყება

აჭარის უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების თაობაზე კანონპროექტის განხილვის პროცედურები იწყება.
აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა.
მათვე ცნობით, ბიურომ ცნობად მიიღო აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, მხარი დაუჭირა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტზე, წამყვანი კომიტეტისათვის, განხილვის ვადის 90 დღით გაგრძელებას.
ინფორმაციის თანახმად, სამივე საკითხი, კანონმდებლებს, საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარინე გვიანიძემ წარუდგინა.
„ბიუროს წევრებმა, პლენარული სხდომისთვის, მომზადებულად ჩათვალეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტს და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ს შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მოიცავს. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს კიდევ ერთ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც „ავტონომიური რესპუბლიკის მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მათი მართვის შესახებ“ კანონპროექტს და დადგენილების პროექტს მოიცავს, რომელიც საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტში წარდგენას გულისხმობს.
ორივე საკითხი, სხდომას, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა წარუდგინა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – მესმის, წინა არჩევნებზე კარგი შედეგი იყო დიდ ქალაქებში, მაგრამ გაქანებული რეპრესიები არ იყო და არც ასე აშვებული იყო გადაწყვეტილების მიმღები ხალხი – ასეთი ოპერირების მოდელი აირჩიეს და სტრატეგიაც შესაბამისად უნდა დაგეგმო

ლაშა ბაქრაძე – ხალხი არ აპირებს ჩაბარდეს დიქტატურას, შეიძლება წინააღმდეგობა შემოდგომიდან ახალი ძალით დაიწყოს – როდესაც ადამიანებს მუდმივად ამყოფებენ ზეწოლის ქვეშ, ერთ მშვენიერ დღეს აიღებენ ფიწლებს და მათი შეჩერება გაძნელდება