პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის კვლავ დაპირისპირებაა – პოლიციამ ტერიტორიიდან რამდენიმე პირი გაიყვანა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, ზუბალაშვილების ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა.
ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი გაიყვანეს. მოქალაქეები სკანდირებენ: “საქართველო”.
სამართალდამცავებს აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლებული აქვთ ჩიტაძის ქუჩა. მომიტინგეთა ნაწილი ჭიჭინაძის ქუჩაზე და პარლამენტის წინ რჩება.